ხელშეკრულების დადებისა და გამოყენების ზოგადი პირობები.

ქ.ქუთაისი ოქტომბერი 2019

წინამდებარე გამოყენების ზოგადი წესები და სამართლებრივი ინფორმაცია გამოიყენება Mego.ge -ს ვებ-გვერდზე და მასთან დაკავშირებულ მობილურ აპლიკაციაზე. ვებ- გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით გამოყენების წინამდებარე პირობებს.იმ შემთხვევაში ,თუ არ ეთანხმებით ამ უკანასკნელს,გთხოვთ არ გამოიყენოთ ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია.

ქვემოთ წარმოდგეწნილია ვებ-გვერდის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

- კომპანიის სახელწოდება „Mego.ge”

- რეგისტრირებული მისამართი: ქ.ქუთაისი ვაჟა-ფშაველას ქუჩა N11

- საიდენტიფიკაციო კოდი 412745588

- რეგისტრაციის თარიღი 21/06/2019

1.წვდომა და რეგისტრაცია

ვებ-გვერდზე და მობილურ აპლიკაციაზე წვდომისა და რეგისტრაციისათვის აუცილებელია შემგეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:

- პირმა სწორად უნდა შეავსოს სავალდებულო სარეგისტრაციო ველები,მასში მითითებული პირადი მონაცემებით

- პირი უნდა დაეთანხმოს გამოყენების პირობებს

- ვებ-გვერდზე ან მობულურ აპლიკაციაზე არსებული ზოგიერთი სახის საქონელზე მომსახურეობის მიღება ხელმისაწვდომია მხოლოდ 18 წელზე მეტი ასაკის პირებისათვის.

- თუკი მომხმარებელი განათავსებს არასწორ, ცრუ ან არასრულ ინფორმაციას,ან თუ „მეგო.ჯი“ ჩათვლის, რომ არსებობს ინფორმაციის ნამდვილობაში ან სისწორეში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი,იგი უფლებამოსილია შეუზღუდოს მომხმარებელს ვებ-გვერდზე და მობილურ აპლიკაციაზე წვდომა .

2. ხელშეკრულების საგანი

2.1 . წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია(შემდგომ გამყიდველი) ონლაინ რეჟიმში ყიდის ,ხოლო მომხმარებელი(შემდგომ მყიდველი) ყიდულობს გამყიდველის საკუთრებაში არსებულ პროდუქტს(შემდგომში საქონელი), რისთვიოსაც გადაიხდის შეთანხმებულ საზღაურს ტრანსპორტირების ჩათვლით ან ტრანსპორტირების საზღაურის გარეშე(100 ლარის ან მეტი ღირებულების პროდუქტის შეძენისას).

2.2. ალკოჰოლის შეძენა:

მყიდველი,რომელიც ვებ-გვერდის ან აპლიკაციის მეშვეობით უკვეთავს ალკოჰოლურ სასმელებს უნდა იყოს სრულწლოვანი, ე.ი. 18 წლის ან უფრო დიდი. როდესაც შეკვეთა მოიცავს ალკოჰოლურ სასმელებს ,მყიდველი ადასტურებს, რომ არის მინიმუმ 18 წლის, ამისათვის ის ვალდებულია კურიერს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.“მეგო.ჯი“ იტოვებს უფლებას უარი თქვას ალკოჰოლური სასმელების მიწოდებაზე ,თუკი მყიდველი ვერ დაადასტურებს თავის სრულწლოვანებას.

2.3 .საქონლის ჩამონათვალი და ღირებულება განისაზღვრება გამყიდველის მიერ.

2.4 . საქონლის მიწოდების ადგილი თანხმდება მხარეთა შორის.

3.საქონლის მიწოდების წესები და პირობები

3.1. საქონლის მიწოდება ხორციელდება შემდეგი წესით:

- მყიდველი ვებ-გვერდის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით ატყობინებს გამყიდველს სასურველი საქონლის ოდენობას და მიწოდების ადგილს(შემდგომში შეკვეთა).

-გამყიდველი ადასტურებს შეკვეთას იმავე ფორმით.

- შეკვეთის დადასტურების შემთხვევაში გამყიდველი კურიერული მომსახურების მეშვეობით დათქმულ ადგილზე აწვდის მყიდველს საქონელს დათქმული ოდენობით.

- მყიდველის მიერ დაუდევრად ან შეცდომით გაკეთებული შეკვეთის შედეგად გამოწვეული გაუგებრობისას , გამყიდველი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან.

3.2. იმ შემთხვევაში ,თუ გამყიდველი კონკრეტული მიზეზით უარს განაცხადებს საქონლის მიწოდებაზე,მყიდველს უფლება არ აქვს დაავალდებულოს აღნიშნულის განხორციელება ან მოითხოვოს გამყიდველისაგან რაიმე სახის ზიანის ანაზღაურება.

3.3. საქონლის მიწოდებას მყიდველი ადასტურებს ელექტრონულად ხელის მოწერით.

3.4. საქონლის რაოდენობასთან ან ხარისხთან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში,მყიდველს აქვს უფლება მიუთითოს კურიერს , მხოლოდ საქონლის ჩაბარების დროს.

4.მხარეთა უფლება მოვალეობები

გამყიდველი ვალდებულია :

4.1. კურიერის მეშვეობით უზრუნველყოს საქონლის მიწოდება მყიდველზე დადასტურებული შეკვეთის განსაზღვრული ოდენობით.

4.2 . თუკი მყიდველი არ იმყოფება მიწოდების ადგილზე, კურიერი ვალდებულია შეინახოს საქონელი და სატელეფონო კავშირის მეშვეობით შეუთანხმდეს მის გადაცემაზე,ხოლო იმ შემთხვევაში თუ მყიდველი არც სატელეფონო ზარს პასუხობს , კურიერი ვალდებულია ადგილის დატოვებამდე მოიცადოს 10 წუთი. ასეთ შემთხვევაში გამყიდველი არ აგებს პასუხს შეკვეთილი საქონლის მდგომარეობის გაუარესებაზე,ხოლო გამყიდველსა და მყიდველს შორის შეთანხმების საფუძველზე იმავე შეკვეთის ხელმეორედ მიტანისათვის მყიდველი ვალდებულია დამატებით გადაიხადოს ტრანსპორტირების ხარჯი.

4.3. გამყიდველი უფლებამოსილია :

- მოსთხოვოს მყიდველს ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება.

5. მყიდველი ვალდებულია:

5.1 . კეთილსინდისიერად შეასრულოს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

5.2 .უზრუნველყოს კურიერის მიერ მიწოდებული საქონლის დროულად მიღება.

5.3 . სრულად გადაიხადოს საქონლის ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.

5.4 . გაუფრთხილდეს გამყიდველის საქმიან იმიჯს და თავისი მოქმედებით ზიანი არ მიაყენოს მის რეპუტაციას.

5.5. თავისი მოქმედებით ან/და უმოქმედობით გამყიდველისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აანაზღაუროს ზიანი სრული მოცულობით.

6. მყიდველი უფლებამოსილია:

- მოსთხოვოს გამყიდველს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად , დათქმულ ადგილასა და დროში შესრულება.

-მყიდველი უფლებამოსილია მისი კანონიერი მოთხოვნის უმიზეზოდ შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყიდველისაგან მოითხოვოს გადმორიცხული თანხის უკან დაბრუნება 10%-ანი დანამატით.

7. საქონლის შეძენისა და გადახდის წესი

- მყიდველს შეუძლია ანგარიშსწორება მოახდინოს,როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. უნაღდო ანგარიშსწორებისას მყიდველი იყენებს საკრედიტო ან სადებეტო ბარათს,ხოლო ნაღდი ანგარიშსწორება ხდება საქონლის ჩაბარებისას.

8. მხარეთა პასუხისმგებლობა

- მხარე ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს მეორე მხარეს მისი ბრალეული ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი.

9. პროდუქტის დაბრუნება

- თუ მყიდველს სურს პროდუქტის უკან დაბრუნება ან კურიერული მომსახურეობის გაწევასთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენა, იგი უფლებამოსილია პირდაპირ დაუკავშირეს გამყიდველს ვებ-გვერდზე და აპლიკაციაში მითითებული ცხელი ხაზის მეშვეობით( 0706)555 551.

- თუკი მყიდველს სურს საქონლის დაბრუნება იმის გამო, რომ იგი არ შეესაბამებოდა ვებ-გვერდზე განთავსებულ შეკვეთას,ის ვალდებულია მიაწოდოს გამყიდველს სრული შეკვეთის ფოტოები , არასწორი ან მიუღებელი პროდუქტების სია და აგრეთვე მოთხოვნილი საქონლის შეუსაბამობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები.

-თუკი მყიდველს სხვადასხვა მიზეზით სურს შეკვეთის გაუქმება,მან შეკვეთის გადმოგზავნიდან 10 წუთის მანძილზე უნდა აცნობოს გამყიდველს აღნიშნულის შესახებ ცხელი ხაზის მეშვეობით.

10.კონფედენციალურობის დაცვა

მყიდველის კონფიდენციალურობა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის,სწორედ ამიტომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოს შპს „მეგო.ჯი“-სათვის და გამოვიყენებთ მას როგორც მარკეტინგული მიზნებისათვის ასევე ელექტრონული წერილების გამოსაგზავნათ.ჩვენ გვსურს მოგაწოდოთ უახლესი ინფორმაცია იმ პროდუქტების შესახებ,რომლებიც წარმოდგენილი იქნება ჩვენს ვებ-გვერდსა და მობილურ აპლიკაციაში.როცა თქვენ გსურთ განახორციელოთ შესყიდვები ვებ-გვერდით ან აპლიკაციით ,ჩვენ გთხოვთ შესაბამის ველში ჩაწეროთ თქვენი სახელი,გვარი, პირადი ნომერი ,ელექტრონული ფოსტის მისამართი,საცხოვრებელი მისამართი,ტელეფონის ნომერი,პაროლი,რომელიც არის დაშიფრული და შესაბამისად ხელი არ მიუწვდება არავის,აღნიშნულს გამოვიყენებთ შეკვეთის დასამუშავებლად,სტატისტიკური მოსაზრებით და თქვენი თანხმობის შემთხვევაში იმ სპეციალური შემოთავაზების გასაკეთებლად,რომელმაც შეიძლება დაგაინტერესოთ.თქვენი პირადი ინფორმაცია ეცოდინება მხოლოდ იმ პირებს ,ვინც იმუშავებს თქვენს შეკვეთაზე.

11.ფორსმაჟორი.

11.1 მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისაგან თუ ის გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად ( წყალდიდობა, დიდთოვლობა, მიწისძვრა,ხანძარი, გაფიცვა, სამხედრო მოქმედებები, ბლოკადა, სახელმწიფო ორგანოს აქტი და ა.შ.)

11.2. ფორსმაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში მხარე ,რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება , დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს შეტყობინება ასეთი გარემოების და მისი გამომწვევი მიზეზის შესახებ.

12.დავების მოგვარება.

12.1. მხარეთა შორის დავის წარმოქმნის შემთხვევაში იგი უნდა გადაწყდეს უშუალოდ მხარეებს შორის ურთიერთშემათანხმებელი პროცედურის გზით.

12.2. იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა,დავა განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა სასამართლოს.

დასკვნითი დებულება:

1. ვებ- გვერდი და მობილური აპლიკაცია www.mego.ge წარმოადგენს შპს „მეგო.ჯი“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 412745588) კუთვნილებას.შპს „მეგო.ჯი“-ს გააჩნია საიტებზე განთავსებული კონტენტის , მათ შორის არამხოლოდ ფოტომასალისა და მომხმარებლის მიერ განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის გამოყენების ექსკლუზიური უფლება, რაც მოქმედი კანონმდებლობით კომპანიას ანიჭებს განსაკუთრებულ უფლება-მოსილებას , აკრძალოს საიტზე განთავსებული მასალების ნებისმიერი ფორმით უნებართვო სარგებლობისა და გავრცელების ფაქტი.

2. შპს „მეგო.ჯი“ იტოვებს უფლებამოსილებას ,საიტზე განტავსებული კონტენტის ,მათ შორის და არა მხოლოდ ფოტო მასალი სა და მყიდველის მიერ განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის არსანქცირებული გამოყენების,სარგებლობის შემთხვევაში მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება „ვებ-გვერდის მოხმარების წესების“ შესაბამისად.

შპს „მეგო.ჯი“